ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე, ლუის კამპოსი
Aa
Aa

პსჟ დანებებას არ აპირებს - კვარა ლუის ენრიკეს ესაუბრა

ცნობილი ფრანგული გამოცემა, Lequipe ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ პსჟ ქართველი შემტევის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს.

რა წერია Lequipe-ს სტატიაში:

„პსჟ მბაპეს შემცვლელად მინიმუმ ორი შემტევის შეძენას აპირებს, თუმცა, კვარას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გართულდა. ვიცით, რომ ქართველის დამატება ლუის ენრიკესა და ლუის კამპოსისთვის პრიორიტეტულია. კლუბში გაწევრიანებაზე თანხმობა ფეხბურთელმაც თქვა, მაგრამ „ნაპოლი“ მოითხოვს, რომ კვარაცხელიამ 2027 წლამდე მოქმედ კონტრაქტს პატივი სცეს“.

„როგორც უკვე გითხარით, მომდევნო სეზონისთვის, შეტევის მარცხენა ფლანგზე ლუის ენრიკესა და ლუის კამპოსისთვის პრიორიტეტული ქართველის ვარიანტი იქნება, თუმცა, პარიზისთვის მოლაპარაკებები ზაფხულში ყველაზე რთული იქნება. ქართველისგან თანხმობა უკვე არსებობს და ხელშეკრულების დეტალებზე მოლაპარაკებებიც თითქმის დასრულებულია. მისი გარემოცვა უკვე შეხვდა ლუის კამპოსს, თავად ფეხბურთელი კი ლუის ენრიკეს ესაუბრა“.

ბოლო დღეებში არაერთხელ დაიწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარცხელიას გაშვებას არ აპირებს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი მზადაა, განახლებული კონტრაქტში ხვიჩას წლიურად 5.5 მილიონი შესთვაზოს და ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს. ამასთან, გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში 150 მილიონი ევრო ჩაუწეროს, რაც პარიზელთა ამოცანას საგრძნობლად გაართულებს.

Lequipe წერს, რომ გაზრდილი ფასის მიუხედავად, პსჟ დანებებას არ აპირებს და ქართველი ფეხბურთელის ყიდვას ყველა გზით ეცდებიან. ამ დროისთვის, პარიზელთა ბოლო შეთავაზება 110 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც დე ლაურენტისმა უარით გაისტუმრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გამონათებები, მამარდა და ევრო 2024 | Le10Sport-ის სტატია საქართველოს ნაკრებზე
კვარას გამონათებები, მამარდა და ევრო 2024 | Le10Sport-ის სტატია საქართველოს ნაკრებზე