იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

კიეზა ნაპოლიში? - იუვენტუსი ტრანსფერში დი ლორენცოს ჩართვას ითხოვს

ტურინის იუვენტუსს ახალი მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა ჰყავს. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მას გუნდიდან ფედერიკო კიეზას გაშვება სურს.

ამ სიტუაციით სარგებლობას კი ნაპოლი ცდილობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარტენოპეის ფედერიკოს გადაბირება სურს და ამ საკითხზე ბიანკონერის ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრება.

II Mattino-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ნაპოლის ტრანფერში დი ლორენცოს ჩართვა სთხოვა. ტიაგო მოტას დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულება არ სახელდება.

ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოლის კიეზას გადაბირება ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად სურს, თუმცა ბოლო დროინდელი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარტენოპეიში რჩება და შემცვლელი აღარ სჭირდება.

ასევე გეტყვით, რომ ტიაგო მოტას კიეზასთან ერთად იუვენტუსიდან ვოიცეხ შჩესნის გაშვება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები