საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი | საქართველოს ნაკრების შანსები ევრო 2024-ზე

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს სტატია მიუძღვნა და საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. Opta-ს სუპერკომპიუტერმა ევრო 2024-ის სიმულაცია 10 000-ჯერ ჩაატარა და საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

„ჯვაროსნებმა“ მერვედფინალის საგზური სიმულაციების 37.2 პროცენტში მოიპოვეს. ვილი სანიოლის ბიჭებმა F ჯგუფში პირველი ადგილი სიმულაციების 6.1 პროცენტში დაიკავეს, მეორე ადგილი - 14.7 პროცენტში, მესამე ადგილი - 28.5 პროცენტში, მეოთხე ადგილი - 50.8 პროცენტში.

საქართველოს ნაკრები 10 000 სიმულაციიდან 8.3 პროცენტში მეოთხედფინალში გავიდა, 2.5 პროცენტში ნახევარფინალის საგზური დაისაკუთრა, 0.5 პროცენტში ფინალში იასპარეზა, ხოლო 0.1-ში ევროპის ჩემპიონი გახდა.

„საქართველო ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და ტურნირის მოგების ყველაზე დაბალი შანსი აქვს - 0.1%, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სენსაციების შემოთავაზება არ შეუძლია. ვილი სანიოლის გუნდს მერვედფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე ალბანეთის ნაკრებს. ბოლო დებიუტანტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია, ისლანდია გახლავთ, მაგრამ საქართველოსთვის ქულის აღებაც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გოლი გაიტანა. ჩვენს 10 000 სიმულაციაში ჩემპიონი ყველა ნაკრები გახდა, ასე რომ, გამორიცხული ნამდვილად არაფერია“, - წერს Opta.

ცნობილი სააგენტოს მიხედვით, ევრო 2024-ის მოგების ყველაზე კარგი შანსი ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს აქვთ. „სამი ლომი“ ჩემპიონი 10 000 სიმულაციიდან 19.9 პროცენტში გახდა, „მამლები“ – 19.1 პროცენტში. მესამე ადგილზე გერმანია იმყოფება (12.4 პროცენტი), მეოთხე ესპანეთია (9.6 პროცენტი), მეხუთე - პორტუგალია (9.2 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას და ლუკაკუს დუეტი - კონტემ ბელგიელს დაურეკა
კვარას და ლუკაკუს დუეტი - კონტემ ბელგიელს დაურეკა