მანჩესტერ იუნაიტედი, კაზემირო, ალ ნასრი, ალ ნასრი
Aa
Aa

კაზემირო ალ ნასრიში? - რონალდუ მის დაყოლიებას ცდილობს

ცნობილია, რომ კაზემირო სულ მალე მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს. ბრაზილიელ ნახევარმცველს არაერთი ვარიანტი აქვს, თუმცა ყველაზე მეტს მშობლიური კლუბები აქტიურობენ.

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, კაზემიროს გადაბირება ალ ნასრისაც სურს და ზღაპრულ პირობებს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, რეალის ყოფილი ფეხბურთელის დარწმუნებას კრიშტიანუ რონალდუ ცდილობს. პორტუგალიელი და ბრაზილიელი მადრიდის რეალში დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ ერთად.

რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ კრიშტიანუს ალ ნასრიში კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს. საქმე ნაჩო ფერნანდესს ეხება, რომელმაც შესაძლოა სამეფო კლუბი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 83 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“