არსენალი, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ემილ სმიტ როუ, ტაკეჰირო ტომიასუ
Aa
Aa

სმიტ როუ ან ტომიასუ - ნაპოლიმ ოსიმენი არსენალს შესთავაზა

ახალი არავისთვის არის, რომ ვიქტორ ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა სურს. ნიგერიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშა.

როგორც აღმოჩნდა, ლომდონის ჩელსის ვიქტორის გადაბირება არ სურს. არადა მისი ოცნება სწორედ არისტოკრატებში თამაშია.

ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Sky Sports წერს, რომ პარტენოპეიმ ოსიმენი არსენალს შესთავაზა, თუმცა გარკვეული პირობებით.

აურელიო დე ლაურენტისი მზად არის 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოსიმენს შეელიოს, თუმცა თუ არსენალი ამ თანხას გადაიხდის ტრანსფერში ერთ-ერთი ფეხბურთელი უნდა ჩართოს.

წყაროს ცნობით, ვიქტორის ტრანსფერში ნაპოლის ტაკეჰირო ტომიასუ ან ემილ სმიტ როუ სურს. ეს უკანასკნელი შემტევი ნახევარმცველია, ხოლო იაპონელი ფეხბურთელი დაცვის მარჯვენა და ცენტრალურ პოზიციებზე თამაშობს.

ჯერჯერობით არსენალის პასუხი ცნობილი არ არის, თუმცა ერთ რამ ნათელია. ვიქტორ ოსიმენს შემდეგ სეზონში ნაპოლიში ვეღარ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“