ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“
ალ-ჰილალის ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პრიზს მისი თანამემამულე და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი იმსახურებს.
რას ამბობს ნეიმარი:
„რა თქმა უნდა, ოქროს ბურთი ვინისიუსს ეკუთვნის. მას ვგულშემატკივრობ, ფინალამდეც მივწერე და შემდეგაც. ეს ბიჭი ძალიან მიყვარს. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც ფეხბურთმა მაჩუქა. ის აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს“.
„ვინისიუსი წარმოუდგენლად გამოიყურება, ჩვენს დროშას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადიდებს. მისით ძალიან ბედნიერები ვართ და ყველგან ვგულშემატკივრობთ“.
ვინისიუს ჟუნიორმა გასულ სეზონში მადრიდის „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბრაზილიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.