გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„მოლოდინები ვერ გაამართლა“ | რას წერს იტალიური გამოცემა კვერნაძეზე

Calcio Frosinone-მ „ფროზინონეში“ იჯარით მყოფ ფეხბურთელებზე დაწერა და მათი მომავალი განიხილა. იტალიურმა გამოცემამ გიორგი კვერნაძისა და არიიონ იბრაჰიმოვიჩის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველმა შემტევმა მოლოდინები ვერ გაამართლა.

„გიორგი კვერნაძე და არიიონ იბრაჰიმოვიჩი გუნდში იჯარის წესით იმყოფებიან და ფროზინონეს მათი კონტრაქტების გამოსყიდვის უფლება აქვს. კვერნაძემ მოლოდინები ბოლომდე ვერ გაამართლა. სეზონის საწყის ეტაპზე, იშვიათად თამაშობდა, შემდეგ კი სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა.

იბრაჰიმოვიჩმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაიკარგა, რაც ნაწილობრივ, გუნდის მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებითაც იყო განპირობებული. ამ ორი ფეხბურთელიდან, იბრაჰიმოვიჩი არის ის, ვინც უფრო მეტი აჩვენა. მათი გამოსყიდვა ფროზინონეს დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაუჯდება და ვნახოთ, კლუბი რას გადაწყვეტს. ამ მომენტისთვის, კლუბში იბრაჰიმოვიჩის უფრო ეიმედებათ“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, კვერნაძე „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და „ფროზინონესთან“ საიჯარო ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 800 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეაპოლში პსჟ-ის ენთუზიაზმის ჩახშობას ცდილობენ“ - კვარას ტრანსფერის შანსი მცირდება
„ნეაპოლში პსჟ-ის ენთუზიაზმის ჩახშობას ცდილობენ“ - კვარას ტრანსფერის შანსი მცირდება