კვარას და ლუკაკუს დუეტი - კონტემ ბელგიელს დაურეკა
იტალიური მედია ანტონიო კონტეს გეგმების შესახებ წერს. ცნობილი გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტს სურს, რომ მომდევნო სეზონიდან შეტევაში კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს დუეტი შექმნას.
რას წერს Corriere della Sera:
„ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში კილიან მბაპეს ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა, ანტონიო კონტე ამ მოსაზრებას ებრძვის. ხვალ „ნაპოლისთვის“ დიდი დღეა, რადგან კლუბში რომში, ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად გამოაცხადებს, პრეზენტაცია კი მომდევნო კვირაში შედგება. კონტეს სურვილი ახალ სეზონში კვარაცხელიასა და ლუკაკუს დუეტის შექმნაა. მწვრთნელმა უკვე დაურეკა ბელგიელ ფეხბურთელს და უთხრა - „ნეაპოლში გელოდები, ოღონდ 5 კილოგრამი დაიკელი“.
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერჯერობით, უცნობია. იტალიურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-მა „ნაპოლის“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რომელიც 100 მილიონ ევროს გულისხმობს, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისმა პარიზელთა შეთავაზება დაბლოკა. ნეაპოლური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი შანსია, მომავალი სეზონიდან ქართველი შემტევი კვლავ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ვიხილოთ.