გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

ლაკაზეტი წასვლასთან ახლოსაა | ლიონი მიქაუტაძის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს

ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით „ალ-ქადსია“ დაინტერესდა, რომელიც საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა და ახალი სეზონისთვის, შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

„ალ-ქადსიამ“ ლაკაზეტთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და საუდელთა წარმომადგენლები საფრანგეთში გაემგზავრნენ, რათა ტრანსფერი დახურონ. „ლიონის“ სპორტულ დირექტორთან, დავიდ ფრიოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც Footmercato წერს, ფრანგული კლუბი 33 წლის თავდამსხმელის გასაშვებად თანახმაა.

„ლიონს“ ლაკაზეტის შემცვლელის ძებნაც დაწყებული აქვს და რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობს. ერთ-ერთი, ვინც მათ სიაში მოხვდა, გიორგი მიქაუტაძეა. „ლიონს“ ქართველი შემტევის გაფორმება ძალიან უნდა და მისი საფეხბურთო პროფილი მოსწონს, მაგრამ მაღალმა კონკურენციამ შესაძლოა, მათთვის ყველაფერი გაართულოს.

ცნობისთვის, მიქაუტაძე „მონაკოს“, „რენისა“ და „გალათასარაის“ რადარებზეც იმყოფება. ყველაზე ხშირად „მონაკოზე“ იწერება და „მეცი“ მზადაა, მიქაუტაძეს 20 მილიონ ევროდ შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეაპოლში პსჟ-ის ენთუზიაზმის ჩახშობას ცდილობენ“ - კვარას ტრანსფერის შანსი მცირდება
„ნეაპოლში პსჟ-ის ენთუზიაზმის ჩახშობას ცდილობენ“ - კვარას ტრანსფერის შანსი მცირდება