ნოვაკ ჯოკოვიჩი, ფრანცისკო სერუნდოლო
Aa
Aa

თითქმის 5-საათიანი თრილერი - ჯოკოვიჩი როლან გაროსის 1/4 ფინალშია

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის 1/4 ფინალშია. „ნოლემ“ 1/8 ფინალში არგენტინელი ფრანცისკო სერუნდოლო (27-ნომერი ATP-ის რეიტინგში) დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩი 4 საათისა და 37 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩს გამარჯვების მოსაპოველბად 5 სეტი დასჭირდა - 6:1, 5:7, 3:6, 7:5, 6:3.

1/4 ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე კასპერ რუდსა და ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები