ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ნეაპოლში პსჟ-ის ენთუზიაზმის ჩახშობას ცდილობენ“ - კვარას ტრანსფერის შანსი მცირდება

ცნობილი ფრანგული გამოცემა le10sport-ი წერს, რომ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შანსი სულ უფრო მცირდება.

სააგენტოს ცნობით, „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლების შემთხვევაში, პარიზული კლუბი ახალი გამოსასყიდი თანხის გადახდაზე, რომელიც 150 მილიონი ევროა, სავარაუდოდ, უარს იტყვის.

რას წერს Le10Sport-ი:

კილიან მბაპეს „რეალში“ წასვლის შემდეგ, პსჟ-სთვის კომპენსაცია ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იქნება, თუმცა, პარიზელებს სატრანსფერო ბაზრის მთავარი მიზანი შესაძლოა, ხელიდან გაექცეთ. „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს და მეტიც, გეგმავს, რომ გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმოს. იტალიურ კლუბს სურს, რომ განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო ჩაწეროს, რათა პსჟ-ს ხელი ყველა გზით შეუშალოს.

პსჟ კილიან მბაპეს მემკვიდრის მოსაძებნად ყველა გზას ზრდის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიასკენ მიმავალი გზა ბოლო დღეებში საგრძნობლად გაიზარდა. L’equipe წერდა, რომ 23 წლის შემტევმა პარიზელებს მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონებს ნეაპოლელებთან შეთანხმება ძალიან გაუჭირდებათ.

„ნაპოლის“ მომდევნო მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, რომ მომავალ სეზონში გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ააწყოს. სწორედ ამ თვალსაზრისით, უახლოეს დღეებში კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა ქართველის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შეხვედრას გეგმავს, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალებზე გაისაუბრებენ.

იტალიურ კლუბს სურს, რომ კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს, რაც როგორც გაზრდილ ანაზღაურებას, ისე 150 მილიონამდე გაზრდილ გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს. ამ ნაბიჯით, კლუბი პსჟ-ის ენთუზიაზმს დაახშობს.

ბოლო ინფორმაციით, პსჟ-მა „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 110-მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, კვარას კი ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს. პარალელურად, იტალიურ მედიაში იწერება, რომ „ნაპოლი“ ქართველი შემტევის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს და განახლებული ხელშეკრულების შემდეგ, ანაზღაურების სახით 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ... - მეცი ლიგა 2-ში დაქვეითდა
მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ... - მეცი ლიგა 2-ში დაქვეითდა