მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

„ბავშვობის ოცნება ახდა“ - მბაპეს პირველი კომენტარი რეალში გადასვლის შემდეგ

კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

რას წერს მბაპე:

„ოცნება ახდა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ოცნების გუნდში გავწევრიანდი. ვერავინ გაიგებს, თუ როგორი ემოციური მომენტია ახლა ჩემთვის. მოუთმენლად ველი თქვენი, მადრიდისტების ნახვას და მადლობას გიხდით საოცარი მხარდაჭერისთვის. Hala Madrid!“

კონტრაქტის დეტალებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, მბაპე „სამეფო კლუბში“ 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც წლების განმავლობაში კარიმ ბენზემა თამაშობდა.

ასევე იწერება, რომ ფრანგი შემტევი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტს კი 2029 წლამდე გააფორმებს. ამ დროის განმავლობაში კილიან მბაპეს ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასთვის ბრძოლა გრძელდება - პსჟ-მა და ნაპოლიმ შეთავაზებები გაზარდეს
კვარასთვის ბრძოლა გრძელდება - პსჟ-მა და ნაპოლიმ შეთავაზებები გაზარდეს