გიორგი მამარდაშვილი, უნაი სიმონი
Aa
Aa

„ზამორას პრიზი? მამარდაშვილს საოცარი ჩემპიონატი ჰქონდა“ - უნაი სიმონი

ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს „ატლეტიკის“ მეკარემ, უნაი სიმონმა ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარეებზე ისაუბრა და გიორგი მამარდაშვილიც გამოარჩია.

კითხვაზე, თვლის თუ არა საკუთარ თავს ესპანეთის ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის, სიმონმა ასეთი პასუხი გასცა.

„ყველას თავისი აზრი აქვს. საკუთარ თავს ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორის არ ვთვლი. მამარდაშვილს საოცარი ჩემპიონატი ჰქონდა, ტერ შტეგენი და ობლაკი კვლავ მსოფლიო დონის მეკარეებად მიმაჩნია... ლუნინს კი სეზონის საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ, იმის მიუხედავად, რომ ზამორასთვის 28 თამაში არ ჩაუტარებია. ვფიქრობ, სამეულში ყოფნას არ ვიმსაუხრებ“.

შეგახენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგაში ზამორას პრიზი სწორედ უნაი სიმონმა მოიგო. ესპანელმა მეკარემ გასულ სეზონში ლა ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 33 ბურთი გაუშვა და კარი მშრალად 18-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასთვის ბრძოლა გრძელდება - პსჟ-მა და ნაპოლიმ შეთავაზებები გაზარდეს
კვარასთვის ბრძოლა გრძელდება - პსჟ-მა და ნაპოლიმ შეთავაზებები გაზარდეს