მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

ოფიციალურად | კილიან მბაპე მადრიდის რეალის ფეხბურთელია

კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია. ინფორმაცია სამეფო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მადრიდული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა და „რეალმა“ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს და ის „ლოს ბლანკოსის“ ღირსებას მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში დაიცავს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, მბაპე „სამეფო კლუბში“ 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც წლების განმავლობაში კარიმ ბენზემა თამაშობდა.

ასევე იწერება, რომ ფრანგი შემტევი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტს კი 2029 წლამდე გააფორმებს. ამ დროის განმავლობაში კილიან მბაპეს ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები