მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

9-ნომრიანი მაისური და გრანდიოზული კონტრაქტი - მბაპეს ტრანსფერის დეტალები

უახლოეს საათებში მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს გადასვლა ოფიციალურად დადასტურდება. სანამ მხარეები ყველაფერს ოფიციალურად გამოაცხადებენ, ევროპულ მედიაში ფრანგი ვარსკვლავის გრანდიოზულ კონტრაქტზე ვრცელდება ინფორმაციები.

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, მბაპე „სამეფო კლუბში“ 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც წლების განმავლობაში კარიმ ბენზემა თამაშობდა.

ასევე იწერება, რომ ფრანგი შემტევი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტს კი 2029 წლამდე გააფორმებს. ამ დროის განმავლობაში კილიან მბაპეს ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ფრანგ ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება, „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულება კი 1 ივლისიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები