კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესოები გამოავლინა
კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელი გამოავლინა.
ორგანიზატორების ვერსიით, მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოს“ დანიელი შემტევი, ბიორნ იონსენი გახდა.
საუკეთესო მწვრთნელად კი გორის „დილას“ თავკაცი, რუი მოტა დასახელდა.
ამასთან, კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის სიმბოლური თერთმეტეულიც გამოავლინა:
მეკარე: დავით კერესელიძე (გორის „დილა“).
მცველები: აურო (ქუთაისის „ტორპედო“), ნიკოლოზ უგრეხელიძე (თბილისის „დინამო“), ზურაბ ჭავჭანიძე („გაგრა“), ნიკა კალანდარიშვილი (წყალტუბოს „სამგურალი“).
ნახევარმცველები: ელიტონი (ქუთაისის „ტორპედო“), გეორგი მელქაძე („კოლხეთი 1913“), აბუბაქარ კონტე (გორის „დილა“).
თავდამსხმელები: ტაირელ ვაუტერი (გორის „დილა“), ბიორნ იონსენი (ქუთაისის „ტორპედო“), ფელიპე პირესი (ქუთაისის „ტორპედო“).
18 ტურის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სატურნირო ცხრილს 39 ქულით გორის „დილა“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 35 ქულით ქუთაისის „ტორპედო“ იმყოფება, მესამე ადგილი კი 32 ქულით „იბერია 1999“-ს უკავია. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე წრე სტარტს 3 აგვისტოდან აიღებს.