ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი
Aa
Aa

უნგრეთში ქართველი ფეხბურთელები გაიხსენეს

უნგრეთის საფეხბურთო კლუბები ქართველი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდნენ და გასულ სეზონშიც ორი ქართველი, დავით კობოური და ილია ბერიაშვილი ასპარეზობდა, რომლებიც „უიპეშტისა“ და „მეზოკოვეშდის“ ღირსებას იცავდნენ. თუმცა, ერთ-ერთი უნგრული სპორტული გამოცემა ამჯერად არა მათ, არამედ იმ ქართველებს შეეხო, რომლებიც თავის დროზე მათი ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობდნენ და ვილი სანიოლს ევროპის პირველობაზე მიჰყავს.

რას წერენ ქართველებზე

საქართველოს ნაკრების სახით EURO 2024-ზე მხოლოდ ერთი დებიუტანტი იქნება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც 26-კაციან განაცხადში უნგრეთის ჩემპიონატის სამი ყოფილი მოთამაშე, ლაშა დვალი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე შეიყვანა. დვალი „ფერენცვაროშმა“ 2019 წელს პოლონეთის „პოგონიდან“ 500 ათას ევროდ დაიმატა და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სამი წლის განმავლობაში ბუდაპეშტის საფეხბურთო გრანდთან ერთად ოთხი საჩემპიონო ტიტული მოიგო. საერთო ჯამში კი, ხშირი ტრავმიანობის გამო, მხოლოდ 63 შეხვედრა ჩაატარა. „ფერენცვაროშიდან“ ის ნიქოზიის „აპოელში“ გადავიდა და გასულ წელს კვიპროსის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვა.

კიდევ უფრო მდიდარი გამოცდილება გააჩნია უნგრეთის ჩემპიონატში ასპარეზობის ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც სხვადასხვა დროს „მეზოკოვეშდის“, „ფეჰერვარისა“ და „უიპეშტის“ ღირსებას იცავდა. მეზოკოვეშდელებმა ის ქუთაისის “ტორპედოდან“ ჩამოიყვანეს, რის შემდეგაც ბუდუს შეძენა „ფეჰერვარმა“ გადაწყვიტა, სადაც მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო, ის „უიპეშტში“ იჯარის წესით გაუშვეს. სწორედ ამ გუნდში დაანახა პირველად მან ყველას თავისი სათამაშო კლასი, როდესაც 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ბუდუს ცუდად არც „ფეჰერვარში“ დაბრუნების შემდეგ უთამაშია. თუმცა, ერთ-ერთი მატჩის დროს მომხდარმა გაუგებრობამ მისი კარიერა კინაღამ დაანგრია. ზივზივაძემ „უიპეშტთან“ თამაშის დასრულების შემდეგ ყოფილი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა და სტადიონი მოწინაღმდეგე გუნდის ფორმით დატოვა, რამაც კლუბის ქომაგები აღაშფოთა და ხელმძღვანელებმა ქართველი ფორვარდი დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. რეზერვისტებში ყოფნა ზივზივაძემ დიდხანს არ ისურვა და კარიერა „კარლსრუეში“ განაგრძო, სადაც რთულად, მაგრამ თავის დამკვიდრება მაინც მოახერხა. სწორედ მისი დუბლით დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგელები ნახევარფინალურ შეხვედრაში და ამჟამად ის ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

მესამე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქართველი, რომელიც კონტინენტის პირველობაზე გამოვა, შეიძლება კარგად არც გახსოვდეთ, რადგან გიორგი ქვილითაია „დიორ ეტოოში“ თერთმეტი წლის წინ, 2013 წელს გახდა უნგრეთის ჩემპიონი, თუმცა მოედანზე იმ სეზონში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა. მომდევნო წელს ქართველმა ფორვარდმა იჯარით გორის „დილაში“ იასპარეზა, უკან დაბრუნებული კი დიორელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა, თუმცა ამჯერად შედარებით უფრო ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა - 11 შეხვედრაში ითამაშა და „პაკშს“ გოლიც გაუტანა“.

ლაშა დვალის ანგარიშზე 31 სანაკრებო შეხვედრაში 1 გოლია, გიორგი ქვილითაიამ ეროვნულ გუნდში გამართულ 37 თამაშში თავი 6 გოლით გამოიჩინა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ 25 მატჩში 7 ბურთი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათადარიგო ფორვარდობიდან გმირობამდე - ბუდუ ზივზივაძის საოცარი პროგრესი
სათადარიგო ფორვარდობიდან გმირობამდე - ბუდუ ზივზივაძის საოცარი პროგრესი