მაურისიო პოჩეტინო, ენცო მარესკა
Aa
Aa

ოფიციალურად - მარესკა ჩელსის მწვრთნელია

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ენცო მარესკა დაინიშნა. 44 წლის იტალიელ სპეციალისტთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და თუ 2029 წლისთვის მისი მუშაობით კმაყოფილები დარჩებიან, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება. უკვე ცნობილია, რომ მარესკას ყოფილი გუნდი „ლესტერი“ კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს, ახალ კლუბში მუშაობას კი ის 1 ივლისიდან შეუდგება.

როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, მარესკა გასულ სეზონში „ლესტერს“ ამზადებდა. მისი ხელმძღვანელობით „მელიებმა“ 46 ტურში 97 ქულა დააგროვეს და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდნენ. „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელმა მაურისიო პოჩეტინიო შეცვალა, რომელმაც გუნდი ინგლისის პირველობაზე მეექვსე ადგილზე გაიყვანა, რაც ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელ შედეგად მიიჩნია და პოსტიდან გაუშვა.

სამწვრთნელო კარიერა მარესკამ 2020 წელს „მანჩესტერ სიტის“ განვითარების გუნდში დაიწყო, საიდანაც „პარმაში“ გადაინაცვლა. ყველაზე დიდ წარმატებას კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯერჯერობით „ლესტერში“ მიაღწია. ჯანლუკა ვიალის, კლაუდიო რანიერის, კარლო ანჩელოტის, რობერტო დი მატეოს, ანტონიო კონტესა და მაურიციო სარის შემდეგ, მარესკა „ჩელსის“ ისტორიაში რიგით მეშვიდე იტალიელი მთავარი მწვრთნელი იქნება, მისი დებიუტი კი 25 ივლისს, „ვრექსემთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიუკასლი და ჩელსი - მამარდას ორი რეალური ვარიანტი
ნიუკასლი და ჩელსი - მამარდას ორი რეალური ვარიანტი