ევრო 2024, თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრები, ენეს უნალი
Aa
Aa

პრობლემები თურქეთში - მეტოქეს ბორნმუთის ფეხბურთელი გამოაკლდა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის ბანაკში პრობლემებია.

თურქული პრესის ინფორმაციით, ვინჩენცო მონტელას შეტევითი ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ენეს უნალი გამოაკლდა. გავრცელებული ცნობებით, თურქეთის ნაკრებისა და „ბორნმუთის“ შემტევმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის თითი მოიტეხა, რის გამოც შეკრების დატოვება მოუწია. 27 წლის შემტევს რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს.

ცნობისთვის, უნალს თურქეთის ნაკრების მაისურით 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული და სამი გოლი აქვს გატანილი.

ასევე, გეტყვით, რომ ვინჩენცო მონტელას დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ჩაგლარ სოიუნჯუც გამოაკლდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები