ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა | კობიაშვილის კომენტარი ევრო 2024-ზე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელთან, ჭავჭავაძის 74 ნომერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ახალი მაღაზია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ოთარ გაბელიასთან და რევაზ ძოძუაშვილთან ერთად გახსნა და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატები მოიგეს და საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს საკმაოდ აღიარებული და გამორჩეული სეზონი ჰქონდათ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია. ეს არის წინაპირობა და იმედისმომცემი ფაქტორი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევის რეალური შანსი გვაქვს. ამის გვჯერა და ძალიან გვიხარია.

მინდა, ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ევრო 2024-ზე გასვლა მივულოცო, თუმცა, ყველაზე მთავარი ახლა იწყება. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე გვასახელებდნენ და მათით ვამაყობდით, ახლაც იგივე მოხდება“.

გეტყვით იმასაც, რომ ახალ მაღაზიაში ნაკრების ოფიციალური პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. სათამაშო ფორმასთან ერთად, საგულშემატკივრო მაისურებისა და ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი. მაღაზიის პარალელურად, ფუნქციონირებას გააგრძელებს ონლაინ მაღაზია, www.fanshop.ge.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავითარი გაურკვევლობა“ | რატომ არ ურჩევს როტენი მარსელს მიქაუტაძის ტრანსფერს
„არავითარი გაურკვევლობა“ | რატომ არ ურჩევს როტენი მარსელს მიქაუტაძის ტრანსფერს