ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა და პსჟ დასრულდა | ნაპოლიში კონტე ინიშნება და ხვიჩას გაშვებას არ აპირებს

Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალია განხილული. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა აცხადებს, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ზაფხულში არსად წავა და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის ის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.

„ყველა ელოდება ოფიციალურ განცხადებას, რომლითაც ნაპოლი კონტეს დანიშვნას დაადასტურებს. კლუბის დასტურს ხვალ ან ზეგ ვიხილავთ, მანამდე კი ანტონიოსა და ნაპოლის ხელმძღვანელებს კვარასა და დი ლორენცოს მომავალზე ერთნაირი პოზიცია აქვთ. ორივე ფეხბურთელი ხელშეუხებელია. კონტეს დანიშვნა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ნეაპოლში ქარმა მიმართულება უკვე იცვალა“, - წერს იტალიური გამოცემა.

La Repubblica-ს ჟურნალისტი, ანტონიო კორბო ადასტურებს, რომ კვარაცხელია არსად წავა და გაუმჯობესებული ხელფასით გუნდში დარჩება. მისი თქმით, კონტეს აურელიო დე ლაურენტისთან გამართული პირველი საუბრისას სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა აქცენტი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ აკვირდება და „ნაპოლის“ წინადადებითაც მიმართა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი „კვარას“ სამომავლო პროექტის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეკრული გუნდია“ | რას წერს იტალიური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე
„შეკრული გუნდია“ | რას წერს იტალიური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე