მარცხი ვენეციასთან - კრემონეზე სერია B-ში დარჩა
იტალიის სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
გუნდებს შორის პირველი მატჩში კრემონაში ფრედ, 0:0 დასრულდა და შესაბამისად, ამ გამარჯვებით „ვენეციამ“ ორმატჩიანი დუელი მოიგო და სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა.
ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე კრისტიან გიტაიერმა გაიტანა და თავის გუნდს იტალიის უმაღლესი ლიგის საგზური მოუტანა.
სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცემია.
ქართველ მცველს გასულ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. ლოჩოშვილმა საერთო ჯამში „კრემონეზეს“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, აქედან 22 სერია B-ში, 2-2 კი პლეი-ოფსა და იტალიის თასზე.