საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.
კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 2:0 სძლია, 2 ივნისს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.
საქართველო - კვიპროსის ქალთა ნაკრებების შეხვედრა, 4 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანა წულაია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)