მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - კილიან მბაპე რეალის ფეხბურთელია

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ კილიან მბაპე მადრიდის რეალის ფეხბურთელია.

ინსაიდერის თქმით, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა სამეფო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ოფიციალური ინფორმაცია შემდეგ კვირაში გამოქვეყნდება. რეალს შემდეგ სეზონში ახალი ვარსკვლავი ეყოლება. ისტორია დასრულდა. ჯერჯერობით კონტრაქტის უშუალო დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბლანკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა მბაპეს შეძენას, თუმცა ამაოდ. ფრანგული მხარე გამუდმებით ახერხებდა კილიანის პარი სენ ჟერმენში გაჩერებას, მაგრამ მას კონტრაქტი ამოეწურა და რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მბაპე პარიზულ გრანდს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 308 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 256 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფლიქტი რეალის და უემბლის უსაფრთხოების სამსახურს შორის - მიზეზი კურტუას ცოლია
კონფლიქტი რეალის და უემბლის უსაფრთხოების სამსახურს შორის - მიზეზი კურტუას ცოლია