მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, დორტმუნდის ბორუსია, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, დანიელ კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი
Aa
Aa

ისტორიული ფაქტები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსია დანი კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა. სამეფო კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შეცვლაც ძალიან რთული იქნება.

კარლო ანჩელოტი გახდა ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო. იტალიელი სპეციალისტი ფინალში 6-ჯერ იყო, თუმცა 2005 წელს ლივერპულთან დამარცხდა. მსგავსი შედეგი არავის არასდროს ჰქონია.

„პაპა კარლოს“ მანჩესტერ სიტიზე, ტურინის იუვენტუსზე, ლონდონის ჩელსიზე, ინტერზე, მანჩესტერ იუნაიტედზე და ამსტერდამის აიაქსზე მეტი მოგებული ჩემპიონთა ლიგა დაუგროვდა, ბარსელონას კი გაუთანაბრდა.

დანი კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და ფრანცისკო ხენტო არიან ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ მოიგეს.

ვინისიუს ჟუნიორი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ სხვადასხვა ფინალში გაიტანა გოლი. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესის შედეგი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულ სეზონში მადრიდის რეალმა ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. უეფა-ს სუპერ თასზე ბლანკოსი ატალანტას დაუპირისპირდება, რომელმაც ევროპის ლიგის ფინალი ლევერკუზენის ბაიერს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაჩო: “ახლა კაპიტნის რანგში მოვიგე, ეს განსაკუთრებული მომენტია“
ნაჩო: “ახლა კაპიტნის რანგში მოვიგე, ეს განსაკუთრებული მომენტია“