მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: “ეს შეჯიბრი ჩვენია“

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსია დანი კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა. სამეფო კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბლანკოსის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პერესი:

„ეს ჯადოსნური ღამეა. ჩემპიონთა ლიგა, როგორც ყოველთვის ვამბობ, არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად მოგვწონს. სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე უხილავი ენერგია იქმნება მსოფლიოს ყველა გუნდის და ფეხბურთელის წინააღმდეგ. ეს უემბლიზეც გადავიტანეთ.

ახლა ყველა კმაყოფილია. ეს სიყვარულის ისტორიაა მადრიდის რეალსა და ჩემპიონთა ლიგას შორის. ზოგი მიდის, ზოგიც მოდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეჯიბრი ჩვენია. ჩვენ ვართ ოჯახი, რომელშიც გამარჯვებას არიან მიჩვეულნი. ეს ამ კლუბის ისტორიაა.“

ცნობისთვის, ფლორენტინო პერესის ხელმძღვანელობით მადრიდის რეალმა რიგით მე-7 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.(2002, 2014, 2016,2017,2018, 2022, 2024).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაჩო: “ახლა კაპიტნის რანგში მოვიგე, ეს განსაკუთრებული მომენტია“
ნაჩო: “ახლა კაპიტნის რანგში მოვიგე, ეს განსაკუთრებული მომენტია“