მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, დორტმუნდის ბორუსია
Aa
Aa

“სიზმარი გრძელდება“ - ანჩელოტი ფინალის მოგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსია დანი კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა. სამეფო კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„არასდროს შეეგუო მოცემულობას. რთული მატჩი იყო. მოსალოდნელზე მეტადაც კი. პირველ ტაიმში დავიტანჯეთ, მეორეში მეტი ბალანსი და უკეთესი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ახლა ეს ყველაფერი სისულელეა. ჩვენი სიზმარი გრძელდება.

პირველ ნახევარში ზარმაცი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. დორტმუნდის ბორუსიამ ითამაშა ისე, როგორც სურდა. რა თქმა უნდა, ტონი კროოსის წასვლა სევდიანს მხდის, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.“

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო. იტალიელ სპეციალისტს ახლა მანჩესტერ სიტიზე, ინტერზე, იუვენტუსზე, ჩელსიზე  და მანჩესტერ იუნაიტედზე მეტი ჩემპიონთა ლიგა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები