ქუთაისის ტორპედო, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

ტორპედომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ქუთაისელებს 13 ტურია არ წაუგიათ

Crystalbet ეროვნულ ლიგაში „ტორპედოს“ წაუგებელი სერია ცამეტ შეხვედრამდე გაიზარდა. მე-18 ტურში ქუთაისელებმა „შენგელია არენაზე“ „თელავს“ უმასპინძლეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს.

მასპინძლებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნეს - ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა თავისივე გამომუშავებული პენალტი აქცია გოლად და მიმდინარე ჩემპიონატში მე-11 ბურთი გაიტანა.

დარჩენილ დროში სტუმრები წონასწორობის აღდგენას მაქსიმალურად შეეცადნენ და ფილიპ კლიაიჩის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ, რიგ შემთხვევებში კი ქუთაისელთა მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ, მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნეს და პირველი წრე ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულეს.

პირველი წრე „თელავმა“ 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა, „ტორპედოს“ კი 35 ქულა აქვს და ლიდერ გორის „დილას“ უახლოესი მდევარია. მომდევნო ტურში ქუთაისელები იმერეთის დერბიში „სამტრედიას“ უმასპინძლებენ, თელაველები კი სტუმრად „იბერიასთან“ ითამაშებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო თბილისმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
დინამო თბილისმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა