იბერია 1999, დემურ ჩიხლაძე, სამგურალი, გიორგი ფანცულაია, შოთა ნონიკაშვილი
Aa
Aa

იბერიას ზედიზედ მესამე მარცხი

სეზონის შთამბეჭდავად დაწყების შემდეგ, „იბერიას“ ბოლო პერიოდში ჩავარდნა დაეწყო და Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრე ზედიზედ სამი მარცხით დაასრულა. „კოლხეთთან“ (0:2) და “გაგრასთან“ (0:4) წაგებებს, დღეს, მე-18 ტურში „სამგურალთან“ (1:2) წარუმატებლობა მოჰყვა.

წყალტუბოს კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო დემურ ჩიხლაძე გახლდათ, რომლის ანგარიშზეც საგოლე პასი და გამარჯვების გოლია. 27 წლის ნახევარმცველმა 26-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ფანცულაია გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი მასპინძელთა მეკარე ლაზარე კუპატაძეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა.

მასპინძლებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დებიუტშივე აღადგინეს - გიორგი კოხრეიძისა და შეიკნე სილას მიერ გათამაშებული კომბინაცია ულამაზესი და უზუსტესი დარტყმით შოთა ნონიკაშვილმა დაასრულა. 65-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ ძალიან შორი მანძილიდან ჩააწოდა და ბურთი კარში ისე გავიდა, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ შეჰხებია - ამ მომენტში კუპატაძის აშკარა შეცდომაზე შეიძლება საუბარი.

ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატში დაახლოებით ორთვიანი შესვენება გამოცხადდება. მომდევნო, მე-19 ტურში კი „იბერია“ „თელავს“ უმასპინძლებს, „სამგურალი“ კი სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი წარუმატებლობა - ბათუმმა სამტრედიას ვერ მოუგო
მორიგი წარუმატებლობა - ბათუმმა სამტრედიას ვერ მოუგო