იტალიური მედია: კონტეს და მანას პრიორიტეტი ლუკაკუს ყიდვა იქნება
როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ჰყავს, რომელმაც ანტონიო კონტე დაითანხმა. მომავალი სეზონიდან იტალიელი სპეციალისტი „პარტენოპეის“ გაწვრთნის.
ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ნაპოლი და ჩელსი შეთანხმებას მიაღწევდნენ. საუბარი ოსიმენში 100 მილიონის გადახდას და ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვას ეხებოდა.
დღეს ეს ინფორმაცია გამოირიცხა. ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ოსიმენი ჩელსის ინტერესში არ შედის და მისთვის არ იბრძოლებს. რაც შეეხება ლუკაკუს, „არისტოკრატებს“ მისი გაყიდვა სურთ. სატრანსფერო ღირებულება კი 38 მილიონი ევროა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტეს და ჯოვანი მანას პრიორიტეტი ლუკაკუს გადაბირება იქნება და ზაფხულში ბელგიელის ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
როგორც ჩანს, კონტეს არ აქვს იმედი, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ნაპოლიში დარჩება. საუბარი მიმდინარეობს ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შესახებ, რომელსაც პარი სენ ჟერმენი ეპატიჟება, თუმცა ანტონიოს მისი დარჩენა სურს.