ჩავი ერნანდესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ფლორენტინო პერესი, ტონი კროოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

როგორც ბარსამ 2010-ში - პერესის 2024 წლის ოცნება

ფლორენტინო პერესის მმართველობის პერიოდში „რეალი“ კიდევ ერთ ფენომენალურ სეზონს ატარებს და თუ დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ დაამარცხებს, „ოქროს დუბლს“ შეასრულებს და ესპანეთის ლა ლიგასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. გუნდური წარმატების თანმდევი ფეხბურთელების ინდივიდუალური აღიარებაა, რისი მთავარი კანდიდატებიც სწორედ სამეფო კლუბის წარმომადგენლები არიან. თუმცა, როგორც ჩანს, პერესს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, რაზეც ღიად საუბარი დაიწყო.

„ბლანკოსის“ პრეზიდენტმა Relevo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად გააჟღერა თავისი სურვილი იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ სამეულს, ისევე როგორც ეს 2010 წელს „ბარსელონას“ (ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი) შემთხვევაში მოხდა, მისი კლუბის მოთამაშეები წარმოადგენდნენ. პერესმა ფავორიტებად ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი დაასახელა, მესამე მოთამაშედ კი ტონი კროოსი, ან ვინმე სხვა „რეალელი“ ახსენა. ამ „ვინმე სხვა „რეალელში“ კი ჟურნალისტებმა კილიან მბაპე ივარაუდეს, რომელიც მადრიდულ გრანდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

„რეალის“ ხელმძღვანელი კარგად აცნობიერებს, რომ ეს სანაკრებო წელიწადია და შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში თამაშის ხარიხს მიენიჭოს, ამიტომაც იმედი გამოთქვა, რომ ბელინგემი და კროოსი ევროპის ჩემპიონატზე, ვინისიუს ჟუნიორი კი კოპა ამერიკაზე ისეთივე მაღალ დონეზე იასპარეზებენ, როგორც ამას „რეალში“ აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კურტუა ძირითადში იქნება - ანჩელოტი ფინალის წინ
კურტუა ძირითადში იქნება - ანჩელოტი ფინალის წინ