ბათუმის დინამო, სამტრედია
Aa
Aa

მორიგი წარუმატებლობა - ბათუმმა სამტრედიას ვერ მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმის დინამო სამტრედიას ესტუმრა და მორიგი ქულები დაკარგა.

დემჩენკოს გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ანგარიში 33-ე წუთზე მამუჩაშვილმა გახსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 53-ე წუთზე ხარაბაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ. 61-ე წუთზე წონასწორობა ბარიოსმა შეამცირა. 79-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო შედეგი ოვუსუმ დააფიქსირა.

ამ მატჩის შემდეგ, აჭარულ გუნდს 31 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ლიდერ დილას კი 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა გორელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შემდეგ ტურში დემჩენკოს შეგირდები კოლხეთი 1913-ს უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები