ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი - გულშემატკივრებმა კვარა აირჩიეს
ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებდნენ და აღნიშნული ფაქტი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მოხდა. პირველად ეს თებერვალში მოხდა, ხოლო მეორედ მარტში.
გასულ თვეში ქართველმა ფეხბურთელმა ფიორენტინას ულამაზესი ჯარიმა გაუტანა, რომელიც თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.
მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ კვარას გარშემო ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. „ჯვაროსნების“ შემტევს პარი სენ ჟერმენი ეპატიჟება და ოფიციალური შეთავაზებაც გაკეთდა. თავად ხვიჩას ტრანსფერი სურს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი მას ჯერჯერობით არ უშვებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტემ კვარაცხელიას გუნდში დატოვება მოითხოვა. იტალიელი სპეციალისტი ხვიჩას გუნდის მთავარ შემტევ ძალად თვლის.