გურამ თუშიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

სარდალაშვილი და გრიგალაშვილი ფავორიტებში

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური შედეგების შემდეგ, ქართული ძიუდოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გამყარდა. არ არსებობს სტატია და სპორტის ამ სახეობისადმი მიძღვნილი გადაცემა, სადაც ქართველი ძიუდოისტების საოცარ სიძლიერეს ხაზს არ უსვამენ და მათ თავის წონაში ერთ-ერთ ფავორიტებად არ მოიხსენიებენ. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არც JudoInside-ს გამორჩენია, სადაც განხილული იყო თითოეული წონითი კატეგორიიის ლიცენზიანტები და მათ მსოფლიოს ორი მოქმედი ქართველი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გამოარჩიეს.

რა წერია სტატიაში

როდესაც საქმე ნამდვილ აღმოჩენებზე მიდგება, არ უნდა გამოგვრჩეს გიორგი სარდალაშვილი - ის აბუ დაბიში მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლის ასაკში გახდა, რამდენიმე დღეში კი 21 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, მას ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოწინააღმდეგეები ეყოლება, მაგრამ საოცარი ტექნიკური არსენალისა და პერიოდული აფეთქებების ხარჯზე, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილზე კი საუბარი ზედმეტია, რომლის ჭიდაობაც ბოლო პერიოდში უნაკლოა. ქართველს მთავარ წინააღმდეგობას ამჯერადაც ბელგიელი მატიას კასე გაუწევს და იმედია, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში სწორედ ამ სპორტსმენების დუელს ვიხილავთ, რაც უკვე ძიუდოს კლასიკად იქცა.

ცოტა სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ მძიმე წონით კატეგორიაში, ცნობილ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში მსოფლიოს 10-გზისა და სამგზის ოლიმპიური ფრანგი ჩემპიონის, ტედი რინერის მთავარ კონკურენტებად ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და რუსი ინალ ტასოევი იყვნენ დასახელებული, გურამ თუშიშვილის შანსებს კი სათანადოდ ვერ აფასებენ, რომელთან დადებითი შედეგის ჩვენებაც რინერს ყოველთვის უჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის ოლიმპიადისთვის, ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პარიზის ოლიმპიადისთვის, ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია