ოსიმენი ჩელსის არ აინტერესებს - სად წავა ნიგერიელი?
რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ ჩელსი და ნაპოლი გაცვლას ამზადებდნენ.
საუბარი ვიქტორ ოსიმენზე და რომელუ ლუკაკუზე იყო. ნეაპოლურმა მედიამ გვამცნო, რომ „არისტოკრატები“ ნიგერიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და ტრანსფერში ლუკაკუს ჩართავდნენ.
დღეს გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ყველაფერი უარყო. მისი თქმით, ჩელსი ოსიმენის ტრანსფერს არ განიხილავს, თანაც ლუკაკუს ჩართვით.
ლონდონელებს სურთ, რომ ბელგიელი თავდამსხმელი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდონ.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია და მისთვის ჩელსი აბსოლუტურად მისაღები იყო, რადგან ვიქტორის ინსპირაციის წყარო ყოველთვის დიდიე დროგბა იყო. საინტერესოა რას გადაწყვეტს ნიგერიელი.