კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ატირებული რონალდუ - ალ ნასრიმ ფინალში წააგო

საუდის არაბეთის მეფის თასის ფინალში ალ ნასრი ალ ჰილალს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა.

90 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუს თავი არ გამოუჩენია, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.

გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, თუმცა გამარჯვება ალ ჰილალს დარჩა.

პენალტების სერიის დასრულების შემდეგ, 39 წლის რონალდუმ, რომელსაც კარიერაში თითქმის ყველაფერი მოგებული აქვს ცრემლები ვერ შეიკავა და წაგება განიცადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში საუდის არაბეთის მეფის თასი სწორედ რონალდუს ალ ნასრიმ მოიგო.

ასევე გეტყვით, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად ვეტერანმა პორტუგალიელმა 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 44 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები