Footmercato: მიქაუტაძისთვის ბრძოლა იწყება
რამდენიმე დღის წინ, „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ „აიაქსს“ 13 მილიონი ევრო გადაუხადა და ქართველი ფორვარდი გამოისყიდა.
ამჟამად ყველაფერი „მეცის“ ხელშია და ფრანგული კლუბი მიქაუტაძეს სატრანსფერო ბაზარზე თავად გაყიდის. მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
ფრანგული footmercato წერს, რომ „მიქაუტაძისთვის ბრძოლა იწყება“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მეცი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველ ფორვარდს აუცილებლად გაყიდის.
როგორც ცნობილია, „ჟორჟის“ ყიდვის დიდი სურვილი „მონაკომ“ და „ლიონმა“ გამოთქვეს. „მონეგასკებმა“ საერთოდ პირველი კონტაქტიც კი დაამყარეს და ფეხბურთელის გარემოცვას თავიანთი ხედვები გაანდეს.
რაც შეეხება „ლიონს“, მათ ახალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერება სურთ და თავიანთი აღზრდილის დაბრუნებას უმიზნებენ, თუმცა მიქაუტაძეს გუნდში სერიოზული კონკურენცია დახვდება, რადგან „ლიონს“ თავდასხმაში ალექსანდრ ლაკაზეტი ჰყავს.
„მონაკო“ კი ვისამ ბენ იედერი ტოვებს და მიქაუტაძე ზუსტად მისი სტილისა და პროფილის ფორვარდია. სწორედ ამიტომ აქტიურობენ ისინი მეტად. გარდა ამისა, 2024/25 წლების სეზონში „მონაკო“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რაც ამ გუნდს ქართველი ფეხბურთელისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.