ქოჩორაშვილი: მინდა ჩემს ნაკრებთან და ქვეყანასთან ერთად ვისიამოვნო
გიორგი ქოჩორაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ესპანურ „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა მას ნაადრევად წასვლის უფლბა მისცა და მალე ვალენსიელების ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეკრებაზე შეუერთდება.
ქოჩორაშვილი ახალი კონტრაქტით კმაყოფილია და ამის შესახებ „ლევანტეს“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში საუბრობს.
„ლევანტემ დიდი შესაძლებლობა მომცა და ახლი კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი ვარ. არ ვაპირებ დავმალო ის გაცდები, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. მთელი კარიერის მანძილზე ამჟამად ერთ-ერთი ულამაზესი წელი მაქვს, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატი მელის.
ბედნიერი ვარ, რადგან ლევანტეს ძირითადი შემადგენლობის წევრი ვარ, ასევე ჩემს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვე. ეს იყო რთული, მაგრამ მშვენიერი სეზონი.
ახლა ნაკრების შეკრებაზე მივემგზავრები. ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ეს ხდება. მინდა ჩემს გუნდთან და ჩემს ქვეყანასთან ერთად ვისიამოვნო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. 18 ივნისს კი დორტმუნდში თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა გველის.