ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

Calcionapoli24: კვარა რჩება, კონტემ ფუნდამენტური როლი ითამაშა

31 მაისს საღამოს, ფრანგული და იტალიური პრესა აფეთქდა - ყველა ერთხმად წერდა, რომ კვარაცხელია პსჟ-ს შეუთანხმდა და ხვიჩა პარიზში მიდის. ახლა ჯერი „ნაპოლის“ თანხმობაზე იყო.

პსჟ-ს რომ ინტერესი აქვს და 100-110 მილიონის გადასახდელადაც მზად არიან, ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეა ცნობილია. ისიც ცნობილი იყო, რომ კვარა ტრანსფერზე უარს არ ამბობდა, თუმცა რა ხდება რეალურად? თუ, calcionapoli24-ს ვენდობით, სიტუაცია 180 გრადუსით შემოტრიალდა.

ნეაპოლური გამოცემა, რომელიც კლუბთან ახლო ურთიერთობებით არის ცნობილი, წერს, რომ ანტონიო კონტე „პარტენოპეის“ ჩაიბარებს და მისი მოთხოვნით ხვიჩა არსად წავა. კონტემ გადამწყვეტი როლი ითამაშა და კვარაცხელია რჩება.

„ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა. ქართველმა მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ანტონიო კონტემ უდავოდ ფუნდამენტური როლი ითამაშა. ის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს ხვიჩას სამომავლო ამბიციებისა, იმ კლუბში, რომელმაც პარიზელთა მიერ შეთავაზებულ 110 მილიონზე უარი თქვა. შესაბამისად, კონტე საქმიანობას კვარასთან ერთად დაიწყებს“.

- წერს calcionapoli24.

აქვე გეტყვით, რომ ფრანგული L’Equipe წერს, რომ პსჟ 110 მილიონს იხდის, ხვიჩა ტრანსფერზე თანახმაა და მხოლოდ „ნაპოლის“ დასტური სჭირდება. თუმცა, calcionapoli24-ის უახლესი ინფორმაციით, ვითარება შეიცვალა და ქართველი გუნდში რჩება. ვნახოთ რა მოხდება უახლოეს საათებში. ეჭვი გვაქვს, რომ ეს სატრანსფერო საგა ჯერ დასრულებული არ არის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას 23 გოლი 12 გუნდის კარში
კვარას 23 გოლი 12 გუნდის კარში