თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია ვერ გააჩერეს - ვირტუსი ფინალშია

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ორივე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ვირტუსმა“ „ვენეცია“ ნახევარფინალის მეოთხე მატჩში სტუმრად 79:96 დაამარცხა, მოწინააღმდეგეს სერიაში 3:1 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხე მოიპოვა. არამხოლოდ ბოლონიელების, არამედ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლიდერობა საკუთარ თავზე სწორედ მაშინ აიღო, როდესაც სტუმრებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ და მოკლე მონაკვეთში 8 ქულა დააგროვა. ჯამში შენგელიამ თორმეტიდან რვა ორქულიანი, ხუთიდან ერთი სამიანი და თოთხმეტიდან ათი საჯარიმო ჩააგდო. სამივე შემთხვევაში ბურთი დაცვაში მოხსნა და მის ანგარიშზე ასევე ერთი დაკარგვა, ერთი ჩაჭრა, ორი ბლოკ-შოტი და ორი პერსონალური ჯარიმა იყო. გადამწყვეტ მატჩში „ვირტუსის“ მეტოქე „ოლიმპია მილანო“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „ბრეშია“ მარტივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, სერიაში 3:0 დაამარცხა. ჩემპიონობის მოგების შემთხვევაში, იტალიის სერია A-ს ოქროს მედლებს ბოლონიელები სამწლიანი პაუზის შემდეგ, მეჩვიდმეტედ მოიპოვებენ.

შიდა ჩემპიონატის მსგავსად, თოკოს წელს ევროლიგაშიც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა და 33 შეხვედრაში ჯამში 480 ქულა, 166 მოხსნა და 110 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და „ვირტუსი“ პლეი ოფის მიღმა დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოცდაცამეტიდან თორმეტში საუკეთესო იყო - შენგელიას სტატისტიკა წლევანდელ ევროლიგაზე
ოცდაცამეტიდან თორმეტში საუკეთესო იყო - შენგელიას სტატისტიკა წლევანდელ ევროლიგაზე