ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

„წინა თამაშებშიც აუტსაიდერები ვიყავით“ | ტერზიჩი რეალთან მატჩამდე

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი „რეალს“ დაუპირისპირდება. გერმანელმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბი“ ფავორიტად მოიხსენია, მაგრამ დასძინა, რომ ის და მისი ფეხბურთელები ამის გამო არ ნერვიულობენ.

„კარლო ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ. იგი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მწვრთნელს შორის, რომლებმაც წარმატებას სხვადასხვა კლუბსა და სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს. ანჩელოტი ახალგაზრდების მისაბაძი მაგალითია და მეც მათ შორის ვარ.

ვიცით, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია, მაგრამ ისიც ჩანს, რომ მათთან, ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად ვართ! შეუძლებელი არაფერია! რეალი ფავორიტია, მაგრამ ეს არ გვადარდებს. წინა ორ შეხვედრაშიც აუტსაიდერები ვიყავით.

რას გრძნობენ ფეხბურთელები ბოლო დღეებში? ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთმენლად ველოდებით და ენთუზიაზმით ვართ აღსავსე. რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს, მათ გონებაში რა ხდება, მაგრამ ბიჭები თავდაჯერებული არიან. კარგად ვართ მომზადებული და ფინალის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით“.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება 1-ელ ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. მატჩს „უემბლი“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი | კვარაცხელიას აღიარება
მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი | კვარაცხელიას აღიარება