გენო დაამარცხა, ახლა კი NFL-ში ითამაშებს | გეიბლ სტივსონი ბილსს შეუერთდა
2020 წლის ოლიმპიადის ფინალში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გეიბლ სტივსონს დაუპირისპირდა. ქართველი ფალავანი ოქროს მედალთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე მეტოქეს ქულის აღების საშუალება მისცა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ოლიმპიადის მოგების შემდეგ, სტივსონი WWE-ში გადავიდა, სადაც არაფერი გამოუვიდა, რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს და ახლა ბედს NFL-ში (ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა) ცდის. 24 წლის სტივსონმა მომავალი „ბუფალო ბილსს“ დაუკავშირა და კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
We’ve signed DT Gable Steveson and released P Matt Haack. #GoBills | #BillsMafia pic.twitter.com/VVhxYEqTGJ
— Buffalo Bills (@BuffaloBills) May 31, 2024
„გამიმართლა, რომ ჭიდაობაში, უმაღლეს დონეზე ვიასპარეზე, მაგრამ ახლა სხვა გამოწვევებთან მსურს გამკლავება და მინდა, ვნახო, ჩემი ჭიდაობა ამერიკულ ფეხბურთში როგორ გარდაისახება. მწვრთნელისა და ორგანიზაციის მადლობელი ვარ, რომ შანსი მომცეს“, - განაცხადა ოლიმპიადის გამარჯვებულმა.
ცნობისთვის, სტივსონმა ახლახან „ბილსში“ სინჯები გაიარა და „ბუფალომ“ მისი აყვანა გადაწყვიტა. 24 წლის ამერიკელს ახალწვეულის კონტრაქტი გაუფორმეს.