ისლამ მახაჩევი, პაულო კოსტა, შონ სტრიკლენდი, დასტინ პორიე
Aa
Aa

UFC 302 | პორიემ და მახაჩევმა ერთნაირი წონა დააფიქსირეს

UFC 302 მოგვიახლოვდა და ღონისძიების მთავარი მოვლენა მსუბუქ წონით დივიზიონში გასამართი ბრძოლა. ისლამ მახაჩევი დასტინ პორიეს დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება.

ტრადიციულად, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, აწონვების ცერემონია გაიმართა. მახაჩევმა და პორიემ ერთნაირი წონა დააფიქსირეს და 70.3 კილოგრამს იწონიან. UFC 302-ის თანამთავარი მოვლენა პაულო კოსტასა და შონ სტრიკლენდის ჩხუბია და მათაც ერთნაირი წონა აქვთ - 83.9 კილოგრამი.

ცნობისთვის, მახაჩევი UFC-ში ერთხელ დამარცხდა და ბოლო ორ ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის მოუგო, მანამდე კი საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით დაისაკუთრა. პორიეს რაც შეეხება, დასტინი ქამრისთვის მესამედ იჩხუბებს და წინა ორი ბრძოლიდან ორივე წააგო. ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ჩარლზ ოლივეირასთან.

გეტყვით იმასაც, რომ სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, რომელმაც ქამარი დრიკუს დუ პლესისთან დაკარგა. კოსტას რაც შეეხება, მან ბოლო 4-დან 3 ბრძოლა წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცირე რესურსით წარმატებას მიაღწია“ | ალან ჟირესმა სანიოლი შეაქო
„მცირე რესურსით წარმატებას მიაღწია“ | ალან ჟირესმა სანიოლი შეაქო