ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი | კვარაცხელიას აღიარება

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. გამოკითხვა „პარტენოპეის“ სოციალური ქსელების გვერდებზე მიმდინარეობდა და ნეაპოლელმა ქომაგებმა „კვარა“ გამოარჩიეს.

„ნაპოლიმ“ მაისში 4 შეხვედრა გამართა და „უდინეზეს“, „ბოლონიას“, „ფიორენტინასა“ და „ლეჩეს“ დაუპირისპირდა. ქართველი გარემარბის გუნდმა ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო, ერთხელ დამარცხდა და სამჯერ ფრედ ითამაშა.

მაისში, კვარაცხელიას ანგარიშზე ერთი გოლია. სერია A-ს 37-ე ტურში, „კვარამ“ „ფიორენტინას“ კარი ულამაზესი ჯარიმით აიღო და „ნაპოლის“ ქულა გადაურჩინა. გატანილი გოლის გარდა, იგი ყველა შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გასაკვირი არაა, რომ ქომაგების სიმპათიები დაიმსახურა.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი საშინლად ჩაატარა და 53 ქულა დააგროვა. მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატი 20-გუნდიანი გახდა, „სკუდეტოს“ გამარჯვებულს 58 ქულაზე ნაკლები არასდროს დაუგროვებია, „პარტენოპეიმ“ კი ანტირეკორდი დაამყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის ნაკრებების რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველო
ევრო 2024-ის ნაკრებების რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველო