ზაზა ჯიბლაძე, ედიშერ მაჩაიძე
Aa
Aa

ჭიდაობის ქართველი არბიტრი პარიზის ოლიმპიადაზე

ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძე პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჭიდაობის შეჯიბრებას მოემსახურება. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ დღეს გამოქვეყნა იმ 50 არბიტრის სია, რომლებიც წლის მთავარი სპორტული ფორუმისთვის შეარჩიეს და მათ შორის ჯიბლაძეც მოხვდა, რომელსაც როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს.

ჯიბლაძე პირველი ქართველი არბიტრი არ არის, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს იმსაჯებს. მრავალ მნიშვნელოვან ბრძოლას გაუძღვა წინა ათწლეულში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ედიშერ მაჩაიძე, რომელიც წლების მანძილზე ფილას სამსაჯო 10-კაციანი კომისიის წევრიც იყო, ლონდონის 2012 წლის თამაშებზე კი რამდენიმე საჭიდაო ორთაბრძოლის განსჯაც მიანდეს.

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სახელით თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ლიცენზია - რობერტ კობლიაშვილმა პარიზის საგზური მოიპოვა
პირველი ლიცენზია - რობერტ კობლიაშვილმა პარიზის საგზური მოიპოვა