ვილი სანიოლი, ალან ჟირესი
Aa
Aa

„მცირე რესურსით წარმატებას მიაღწია“ | ალან ჟირესმა სანიოლი შეაქო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალან ჟირესმა ვილი სანიოლსა და „ჯვაროსნების“ მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის ინტერვიუ Le Quotidien du Sport-მა გაავრცელა და ჟირესმა თანამემამულე შეაქო.

„ვილი ბოლომდე ჩაეფლო ქართულ საფეხბურთო კულტურაში, რომელიც ლათინურ ფეხბურთს წააგავს და მისი მთავარი ელემენტები ტექნიკა და ბურთის ფლობაა. მართალია, მის გუნდს შეზღუდვები ჰქონდა, მაგრამ მცირე რესურსით წარმატებას მაინც მიაღწია და გააკეთა ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და საქართველო საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი ვარჯიშებია. ბოლო წლებში ვნახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას აფეთქება ნაპოლიში და გიორგი მიქაუტაძის წარმატება მეცში. ფედერაცია ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს და ეს დიდწილად, იმის დამსახურებაა, რომ მისი ხელმძღვანელები ყოფილი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც იციან, რა არის საჭირო და როგორ იმუშაონ“.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა
არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა