„პანიკაში ვიყავით, ყველაფერი წინაა“ | მიქაუტაძე სენტ-ეტიენთან მატჩზე
გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „მეცმა“ ლიგა 1-ში დასარჩენი პლეიოფის პირველი თამაში 1:2 წააგო და „მწვანეებთან“ დაპირისპირების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ახსნა, მისი გუნდის მარცხი რამ განაპირობა.
„უბრალოდ ფეხბურთის თამაში დაგვაკლდა. პანიკა უნდა შეგვეწყვიტა და ჩაწოდებები მოგვეგერიებინა. მეტოქე ვერ გავაჩერეთ და ბევრი კონტრშეტევა მივიღეთ, გულშემატკივრები კი მათ მუხტს აძლევდნენ. ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, რათა სიტუაცია დაგვეწყნარებინა.
თავდადების ნაკლებობა? არ მგონია, ეს წაგების განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილიყო. ვიცით, რომ ფეხბურთელობისას ასეთი შეხვედრების ჩატარება გიწევს და გვინდოდა, სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა, რათა განმეორებით მატჩს სხვა განწყობით შევხვედროდით. ვეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა და შანსიც მქონდა, მაგრამ ჩემი დარტყმა ძელს მოხვდა. გამოსავლის პოვნა ჩემი მოვალეობაა და ცუდი თამაში გვქონდა, თუმცა, ყველაფერი წინაა“.
შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ კედლებში გამართული დაპირისპირება 2:1 მოიგო. განმეორებით თამაშს 2 ივნისს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.