ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ილიასთან ბრძოლა ჩვენთვის საინტერესო არ არის“ - მახაჩევის მწვრთნელი

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა MMA Junkie-ისთან საუბრისას განაცხადა, რომ მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლის აზრს ვერ ხედავს. მათი გადმოსახედიდან ეს საინტერესო არ არის.

„თუ ისლამს აქვს განზრახული ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი იყოს, მაშინ სჯობს ეს ნახევრადსაშუალო წონაში გააკეთოს, ვიდრე მასზე მსუბუქი წონის ჩემპიონს დაუპირისპირდეს.

ეს არის ის, რაც მე მინდა და რაც ისლამს სურს. დიახ, ილია თოფურია დიდი მებრძოლია, მაგრამ მახაჩევს მის წინააღმდეგ გასვლა არ სჭირდება. ამჟამად არმან ცარუკიანი მეტოქედ ბევრად უკეთესი ვარიანტია. ასე მგონია. ილიას კი თავის დივიზიონში სხვა საქმეები აქვს“.

როგორც ცნობილია, თოფურიას თავის უახლოეს 2 ოპონენტად მაქს ჰოლოუეისა და კონორ მაკგრეგორს განიხილავს. ასევე საუბარია ვოლკანოვსკისთან მატჩრეანშზე, რომელიც დიდი ალბათობით შედგება. ამ ყველაფრის შემდეგ, ილიას ისლამ მახაჩევის გამოწვევა სურს, რაზეც დაღესტნელმა მებრძოლმა ბოლოს ასეთი კომენტარი გააკეთა.

„თოფურია ნამდვილად კარგი მეტოქეა, მაგრამ მისი შემდეგი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. თუ მას დაამარცხებს, შემდეგ მოვსარ ევლოევი ელის. მას თავის დივიზიონში ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს.მე არ ვიცი რატომ უნდა ამ პატარა ბიჭებს ჩემთან ჩხუბი. მე ვოლკანოვსკის შანსი ორჯერ მივეცი. იქნებ სამომავლოდ მასაც მივცე... როდისმე, რატომაც არა?“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რომ გავაკეთო, არ დამეძინება“ | რა თქვა თოფურიამ კონორზე
„ეს რომ გავაკეთო, არ დამეძინება“ | რა თქვა თოფურიამ კონორზე