ხვიჩა კვარაცხელია, ნასერ ალ ხელაიფი, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„შესაბამისად უხვი წინადადება“ - ცნობილია რა თანხად დათმობს ნაპოლი კვარას

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ გაზრდილი შეთავაზებაც დაბლოკა. საუბარია 110 მილიონ ევროზე.

პარიზელები კვარას ტრანსფერს სერიოზულად უდგებიან და უკვე აშკარაა, რომ მათ ქართველის გაფორმება სურთ. აურელიო დე ლაურენტისი კი თავის სტიქიაშია და ვაჭრობის შედეგად მაქსიმუმის გამოდნობას ცდილობს.

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, თუ როგორი წინადადება დააკმაყოფილებს დე ლაურენტისს:

„პსჟ-მ კვარაცხელია რეალში წასული მბაპეს შემცვლელად სიაში შეიყვანა. მათ ნაპოლის მაგიდაზე 110 მილიონიანი მნიშვნელოვანი შეთავაზება დაუდეს, რომელიც დე ლაურენტისმა დაბლოკა.

ნაპოლი პარიზელებთან კვარაცხელიას ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ წინადადება შესაბამისად უხვი იქნება, საუბარია 130 მილიონ ევროზე. პარალელურად აშკარაა, რომ დე ლაურენტისი კვარას აგენტთან მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

თუ, კვარაცხელია გუნდიდან არ წავა, მის კონტრაქტს განახლება მაინც დასჭირდება. ის დარწმუნებული უნდა იყოს ნაპოლის ახალ ამბიციებში. ახლა უნდა დაველოდოთ ახალი მწვრთნელის დანიშვნას. კონტე ამ ყველაფრის აბსოლუტურ გარანტიას ნიშნავს“.

თუ, პსჟ რეალურად მზად არის კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონი გადაიხადოს, დე ლაურენტისს კი 130-ის მიღება სურს, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლებელია პარიზელებმა წინადადება 20 მილიონით გაზარდონ, რადგან მათთვის ფინანსური მხარე პრობლემა ნამდვილად არ არის. მით უმეტეს მბაპეს წასვლის შემდეგ, კლუბს სატრანსფერო სახსრები ერთიორად გაეზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
110 მილიონი ევრო | პსჟ-მ შეთავაზება გაზარდა
110 მილიონი ევრო | პსჟ-მ შეთავაზება გაზარდა