მოურინიო ფენერბახჩეს მწვრთნელი ხდება
ჟოზე მოურინიო 2024/25 წლების სეზონიდან თურქულ „ფენერბახჩეს“ უხელმძღვანელებს.
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 61 წლის სპეციალისტთან 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მოსალოდნელია, რომ მოურინიოს დანიშვნას დღეს საღამოს ოფიციალურად გამოაცხადებენ.
ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ კონტრაქტი შესაძლოა 2+1 სქემას ითვალისწინებდეს.
თურქეთის ჩემპიონატი ჟოზე მოურინიოსთვის მეხუთე ქვეყანა იქნება. ჟოზე აქამდე პორტუგალიურ (პორტუ, ბენფიკა), ინგლისურ (ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი), ესპანურ (რეალი) და იტალიურ (ინტერი, რომა) გუნდებს წვრთნიდა.
იანვრის შუა რიცხვებში მოურინიო „რომადან“ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უკლუბოდ დარჩა.
„ფენერბახჩემ“ უკვე დასრულებული სეზონი თურქეთის სუპერ ლიგა 1 მარცხითა და 99 ქულით დაასრულა, მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა, რადგან ჩემპიონი 102 ქულით „გალათასარაი“ გახდა.